ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით
ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეულის ძვალ-კუნთოვანი სისტემის ოპტიმიზაციას, დაავადებით ან ტრავმის შედეგად დაკარგული ფიზიკური ფუნქციის აღდგენას, ძალისა და კოორდინაციის გაზრდას.
ფიზიკური თერაპევტი ინდივიდუალურად შერჩეული აქტივობებით დაეხმარება პაციენტს ტკივილის მართვაში და ფიზიკური შეზღუდვის დაძლევაში.
ჯეო მედი გთავაზობთ ფიზიკური რეაბილიტაციის კურსს ბინაზე გამოძახებით, შემდეგი ჩივილების დროს:
ორთოპედიული დაზიანებები: მოტეხილობების შემდგომი რეაბილიტაცია; პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია (მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება, მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება, ბანკარტის ოპერაცია მხრის ამოვარდნილობის დროს, მყესებისა და იოგების რეკონსტრუქცია, მენისკის ოპერაცია და სხვა) ოსტეოპოროზი; ართრიტი და სხვა.
სპორტული დაზიანებები: ვარჯიშის შედეგად მიღებული ტრავმები, მყესებისა და კუნთების დაჭიმვა; ტენდინიტი; ჩოგბურთელის იდაყვი (გარეთა ეპიკონდილიტი) და სხვა.
ნევროლოგიური დაზიანებები: ინსულტი; გაფანტული სკლეროზი; ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ტრავმები; სახის დამბლა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება; პარკინსონის დაავადება და სხვა.
ტკივილის მართვა:
წელის ტკივილი;
კისრის დაჭიმულობა;
სახსრების ტკივილი (არტრიტი, ართროზი, მხრის კაფსულიტი);
ტრავმის შემდგომი მდგომარეობა და სხვა.
ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge